Thumbnail
ფოტო: popmusic

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი სამხრეთაფრიკული ჰიპ ჰოპ კოლექტივი Die Antwoord იყო.

► ნახეთ: Die Antwoord-მა ფესტივალ Echowaves-ზე Pitbull Terrier შეასრულა

"დი ანთვორთმა" ფესტივალის მთავარი სცენის წინ შეკრებილ მაყურებლებს ახალ კომპოზიციებთან ერთად ისეთი ჰიტებიც შესთავაზა, როგორებიცაა Enter the Ninja, Baby’s On Fire, Pitbull Terrier და Ugly Boy. მუსიკოსების გამოსვლა ერთ საათს გაგრძელდა.

Die Antwoord ფესტივალზე Echowaves 2018

🎶 ანაკლიაში გამართული მუსიკალური ფესტივალის ECHOWAVES 2018 ჰედლაინერი სამხრეთაფრიკული ჰიპ ჰოპ კოლექტივი DIE ANTWOORD იყო. 🎞️👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Tuesday, August 28, 2018

 

► ყველაფერი Die Antwoord-ის შესახებ

Die Antwoord აფრიკაანსზე "პასუხს" ნიშნავს. ბენდი რეპერებმა უოტკინ ტიუდორ ჯონსმა, სასცენო სახელით Ninja, ანრი დიუ ტოიტმა, ფსევდონიმით Yolandi Visser და პროდიუსერმა ჯასტინ დე ნობრეგამ, იგივე DJ Hi-Tek-მა ან God-მა, 2008 წელს ქალაქ კეიპტაუნში ჩამოაყალიბეს. კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. ჯგუფი თავს სამხრეთაფრიკული კონტრკულტურული მოძრაობის Zef-ის წევრად მოიაზრებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული