Thumbnail
ფოტო: popmusic

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი ქართული ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპ პროექტი KayaKata იყო.

მუსიკოსები ღონისძიების სტუმრების წინაშე როგორც ახალი, ასევე მსმენელისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციებით წარდგნენ. მათი კონცერტი ფესტივალის მთავარ სცენაზე ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

KayaKata ფესტივალზე Echowaves 2018

🎶 ანაკლიაში გამართული მუსიკალური ფესტივალის ECHOWAVES 2018 ჰედლაინერი ქართული ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata იყო. 🎞️👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Tuesday, August 28, 2018

 

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის Kung Fu Junkie წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. 2017 წლის ზაფხულში მუსიკოსებმა სადებიუტო მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული