Thumbnail

მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify 2018 წლის ზაფხულის 10 ყველაზე მოსმენადი კომპოზიცია დაასახელა. სიის სათავეში კანადელი რეპერის, Drake-ის ტრეკი In My Feelings მოექცა, რომელიც 1 იანვრიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 393 მილიონჯერ დაისტრიმა.

293 მილიონი მოსმენით მეორე პოზიცია ამერიკული ჯგუფის, Maroon 5-ის სიმღერამ Girls Like You დაიკავა, რომელიც რეპერ Cardi B-სთან ერთადაა ჩაწერილი.

აღსანიშნავია, რომ ქარდიმ ჩამონათვალში მოხვედრა ორჯერ შეძლო. მისი კომპოზიცია I Like It ათეულში მესამე ადგილზე გავიდა. სიაში ასევე Calvin HarrisPost Malone და XXXTentacion მოხვდნენ.

სრული ათეული ასე გამოიყურება:

10. 5 Seconds of Summer - Youngblood

9. Tyga feat. Offset – Taste

8. Clean Bandit feat. Demi Lovato – Solo

7. Calvin Harris, Dua Lipa - One Kiss

6. Post Malone - Better Now

5. XXXTentacion - SAD!

4. Juice WRLD - Lucid Dreams

3. Cardi B feat. Bad Bunny & J Balvin - I Like It

2. Maroon 5 feat. Cardi B - Girls Like You

1. Drake - In My Feelings

კომენტარები

ბოლოს დამატებული