Thumbnail

მოუსმინეთ: რეპერი Bas ახალ ალბომს Milky Way ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ახალგაზრდა ნიუ იორკელი რეპერი აბას ჰამადი, სასცენო სახელით Bas, ახალ ალბომს Milky Way ავრცელებს. ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერები თავად ბასი და J. Cole არიან. სტუდიური ჩანაწერი 14 ტრეკს მოიცავს. მათზე მუშაობისას ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქოულის გარდა, ეიესეფ ფერგთან და სხვა მუსიკოსებთან ითანამშრომლა.

► ნახეთ: Bas - Tribe Feat. J. Cole

► ნახეთ: რეპერი Bas კომპოზიციის Boca Raton ვიდეორგოლს ავრცელებს 

ახალგაზრდა რეპერმა, რომელიც მისი სახელოვანი კოლეგის, ჯეი ქოულის მიერ დაარსებული ლეიბლის Dreamville Records წევრია, მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. არტისტს 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მან ასევე დრიმვილის 2015 წლის კომპილაციურ ჩანაწერში Revenge Of The Dreamers II მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული