Thumbnail

ნახეთ: Wolf Alice-ის კონცერტზე გოგონამ რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Wolf Alice ფესტივალში Reading and Leeds მიიღო მონაწილეობა. ბენდის ვოკალისტმა და გიტარისტმა, ელი როუსელმა მეოთხე კომპოზიციის Don't Delete the Kisses შესრულებამდე სცენაზე ორი თაყვანისმცემელი მიიწვია.

ნახეთ: Wolf Alice-მა სიმღერაზე Space & Time ვიდეოკლიპი გადაიღო

"ეს სიმღერა სიყვარულზეა და ამიტომაც მსურს, შეყვარებული წყვილი მოვიპატიჟო", - აღნიშნა მუსიკოსმა, რის შემდეგაც სცენაზე ქეითი და ჰანა გამოჩნდნენ. ამ უკანასკნელმა კი საყვარელ ადამიანს ხელი ათასობით მაყურებლის წინაშე სთხოვა.

Wolf Alice ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. გრემის ნომინანტმა ბენდმა 2015 წელს სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი My Love Is Cool გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა ჩანაწერში შესულმა სინგლმა Moaning Lisa Smile მოუტანა, რომელიც ბილბორდის ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული