Thumbnail

მადონა კრიტიკას პასუხობს: არ ვაპირებდი, ჩემი გამოსვლა არეტასთვის მიმეძღვნა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მომღერალი მადონა არეტა ფრანკლინის თაყვანისმცემლების კრიტიკას ეხმაურება. მსმენელების გაღიზიანება ნიუ იორკში გამართულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე MTV VMA მის სიტყვას მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის აზრით, მადონამ სოულის ლეგენდისთვის პატივის მიგების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ თავზე ისაუბრა და ამით გარდაცვლილი მუსიკოსის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.

► ნახეთ: მადონას სიტყვებმა არეტა ფრანკლინზე საზოგადოება გააღიზიანა

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

► ნახეთ: 2018 წლის MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულები

"მთხოვეს, დამესახელებინა გამარჯვებული წლის ვიდეოს კატეგორიაში. ამის შემდეგ, მითხრეს, მომეყოლა ჩემი კარიერიდან რაიმე ისტორია, რომელიც არეტა ფრანკლინთან იქნებოდა დაკავშირებული. ასეც მოვიქეცი. ბოლოს არეტას შთაგონებისთვის მადლობა გადავუხადე. 

არ ვაპირებდი, ჩემი გამოსვლა მთლიანად მისთვის მიმეძღვნა, რადგან შეუძლებელია, ეს 2 წუთში, თანაც დაჯილდოების ცერემონიის ხმაურში მოახერხო. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ვერ გამიგო და დაფიქრების გარეშე განმსაჯა", - აღნიშნა მადონამ.

სოულის ლეგენდა, ამერიკელი მუსიკოსი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალი 2010 წლიდან პანკრეასის სიმსივნეს ებრძოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული