Thumbnail

ნახეთ: დიჯეი Zedd-მა კომპოზიციაზე Happy Now გადაღებული კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა დიჯეიმ და პროდიუსერმა Zedd ვიდეორგოლთან ერთად ტრეკი Happy Now გაავრცელა. კომპოზიციაზე მან ამერიკელ მუსიკოსთან, ელი დუისთან ერთად იმუშავა. კლიპი რეჟისორმა დონი ოსკოვიცმა გადაიღო, რომელმაც წარსულში პოპულარულ ამერიკელ არტისტთან, ჯეკ უაითთანაც ითანამშრომლა.

► ნახეთ: დიჯეი Zedd-მა BTS-ის სიმღერის Fake Love რემიქს ვერსია დაუკრა

გრემის მფლობელი, წარმოშობით რუსი დიჯეის Zedd შემოქმედება EDM-სა და ჰაუს მუსიკას აერთიანებს. განსაკუთრებული წარმატება არტისტს კომპოზიციამ Stay მოუტანა, რომელიც 2017 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. ზედს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: არიანა გრანდე, ლიამ პეინი და სელენა გომესი. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული