Thumbnail

მოუსმინეთ: BTS-ის სიმღერის Idol განახლებულ ვერსიაში რეპერი Nicki Minaj მონაწილეობს

სამხრეთკორეული ჯგუფი BTS კომპოზიციის Idol განახლებულ ვერსიას ავრცელებს. ნამუშევარში პოპულარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Nicki Minaj მონაწილეობს. 

► მოუსმინეთ: BTS-მა ახალი ალბომი Love Yourself: Answer გამოუშვა

► ნახეთ: BTS-მა ახალი ალბომის კომპოზიციაზე Idol კლიპი გადაიღო

კოლექტივმა ახალი ალბომი Love Yourself: Answer დღეს ჩაუშვა გაყიდვაში. სტუდიური ჩანაწერი 25 კომპოზიციას აერთიანებს, მათ შორის ჯგუფის ახალ სიმღერებსა და ჰიტების Fake Love, DNA, Mic Drop რემიქს ვერსიებს. 

ნამუშევარი პროექტის Love Yourself მესამე, დასკვნითი ნაწილია. ჯგუფმა 2017 წელს Love Yourself: Her გამოუშვა, 2018 წლის მაისში კი Love Yourself: Tear.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული