Thumbnail

ნახეთ: რეპერმა Royce da 5'9" კომპოზიციაზე Summer On Lock კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ვეტერანმა დეტროიტელმა რეპერმა რაიან დენიელ მონტგომერიმ, ფსევდონიმით Royce da 5'9", მაისში გამოშვებულ კომპოზიციაზე Summer On Lock მუსიკალური კლიპი გადაიღო. ტრეკში მასთან ერთად პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები Pusha T, Fabolous, Jadakiss და Agent Sasco მონაწილეობენ.

► ემინემმა და როისმა შესაძლოა, ახალი ალბომი გამოუშვან

Summer On Lock როისის რიგით მეშვიდე ალბომში Book of Ryan შედის, რომელიც გაყიდვაში 4 მაისს ჩაეშვა. სტუდიური ჩანაწერის სხვა ტრეკებზე რეპერთან ერთად ისეთმა არტისტებმა იმუშავეს, როგორებიც არიან ემინემი, ჯეი ქოული და ა.შ.

მონტგომერიმ მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, სასცენო სახელით Proof, მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს DJ Premier-თან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. მიმდინარე წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში Royce da 5'9"-ს შვიდი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული