Thumbnail

ნახეთ: მადონას სიტყვებმა არეტა ფრანკლინზე საზოგადოება გააღიზიანა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელ მომღერალ მადონას ნიუ იორკში გამართულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე MTV VMA, წლის საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში გამარჯვებულის დასახელებამდე სოულის ლეგენდისთვის, არეტა ფრანკლინისთვის პატივის მიგება სურდა. თუმცა, მისმა სიტყვამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, რადგან "პოპის დედოფალმა" მხოლოდ საკუთარ თავზე ისაუბრა.

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

► ნახეთ: 2018 წლის MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულები

"არეტამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. 18 წლის ვიყავი, როდესაც დეტროიტი დავტოვე. ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. კარიერის დასაწყისში არაფერი გამომდიოდა. მუსიკალურ თეატრში მიღებაზე უარი მითხრეს, არც მოცეკვავედ ამიყვანეს. მუდმივად უარს მეუბნებოდნენ.

ერთ დღესაც გავიგე, რომ ფრანგული დისკო ჯგუფი ბექვოკალისტებს და მოცეკვავეებს ეძებდა. გავრისკე და კასტინგზე მივედი. როდესაც ცეკვას მოვრჩი, ჟიურის წევრებმა სიმღერა მომთხოვეს. ძალიან ვნერვიულობდი. პირველი რაც გამახსენდა, არეტა ფრანკლინის (You Make Me Feel Like) A Natural Woman იყო. პიანისტს ვუთხარი, რომ აკომპანემენტი არ მჭირდებოდა. ა კაპელა შევასრულე. არეტას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე დღეს აქ ვარ", - თქვა მადონამ.

პოპვარსკვლავის გამოსვლას მსმენელები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ:

"დიდი იმედი მაქვს, რომ დაჯილდოების ორგანიზატორები ბოდიშს მოიხდიან, რადგან საშუალება მისცეს მადონას, არეტა ფრანკლინის მიმართ უპატივცემულობა გამოეხატა", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ძალიან უხერხული პატივის მიგება იყო. მეგონა, მადონა საკუთარ თავზე ნაკლებს ილაპარაკებდა და არეტაზე ისაუბრებდა".

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული