Thumbnail

ფოტოგალერეა: ცნობილი ადამიანების ერთობლივი სურათები (ნაწილი I)

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ინტერნეტში, ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ ცნობილი ადამიანების ერთობლივი ფოტოები, რომლებიც ბუნებრივ შეკითხვას იწვევენ - რატომ, რანაირად, როდის და სად შეხვდა ეს ხალხი ერთმანეთს?

► ფოტოგალერეა: ცნობილი ადამიანების ერთობლივი სურათები (ნაწილი II)

ჩვენს სტატიაში სწორედ 20 ასეთ სურათს შემოგთავაზებთ. აქცენტს კი, რა თქმა უნდა, პოპულარულ მუსიკოსებზე გავაკეთებთ.

Queen და დიეგო მარადონა

არგენტინა-ინგლისის საფეხბურთო მტრობა ათწლეულებს ითვლის. თუმცა, ამ ფაქტმა დიეგოსა და ფრედის ხელი ვერ შეუშალა იმ მაისურების ჩაცმაში, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ.

თუფაქ შაკური და Kiss

სად შეიძლება ასეთი განსხვავებული არტისტები ერთმანეთს შეხვედროდნენ? რა თქმა უნდა, გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. 

ელტონ ჯონი, ლედი გაგა და სტინგი

ამ ფოტოზე თქვენ ჯამში 28 გრემის ჯილდოს ხედავთ.

ადელი და ქსავიე დოლანი

ადელის სიმღერისათვის Hello ოფიციალური ვიდეორგოლი სწორედ ფრანგმა რეჟისორმა გადაიღო.

მარკ ცუკერბერგი, სნუპ დოგი და შონ პარკერი

ფეისბუქისა და ნაპსტერის დამაარსებლების სახეზე გამოსახული ფართო ღიმილით თუ ვიმსჯელებთ, სნუპი მათ ჩვეულ სტილში დაეხმარა დროის სასიამოვნოდ გატარებაში.  

ელის კუპერი და სალვადორ დალი

სიურრეალიზმის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა როკ ვარსკვლავი ელის კუპერი 1973 წელს გაიცნო და ფოტოზე ასახული ხელოვნების ნიმუშიც უსახსოვრა.

ქენდრიქ ლამარი და ბარაკ ობამა

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ჰიპ ჰოპ კულტურის მიმართ სიყვარული არაერთხელ გამოუვლენია.

The Beatles და მუჰამედ ალი

ლეგენდარული მუჰამედ ალის მრისხანე დარტყმას ვერც ლივერპულურმა ოთხეულმა გაუძლო.  

მაიკლ ჯექსონი და სტენ ლი

"მარველის" სულისჩამდგმელის კამეოს პოპ მუსიკის მეფის კლიპებში ძებნას ტყუილად ნუ დაუწყებთ. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ბილი ჯოელი, დადა დადიანი და ზაზა ხუციშვილი

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებელი თბილისს 1987 წელს ეწვია და საკუთარ ჰიტებთან ერთად "მრავალჟამიერიც" შეასრულა. ამ ფოტოზე კი მასთან ერთად ქართველ მუსიკოსებს, ზაზა ხუციშვილს ("ვაკის პარკი") და დადა დადიანს ("ტაქსი", "საბავშვო მედიცინა") ხედავთ. 

კურტ კობეინი და უილიამ ბეროუზი

ცოტამ თუ იცის, რომ ამქვეყნად გრანჟის ლეგენდისა და საკულტო მწერლის ერთობლივი ნამუშევარი არსებობს. The “Priest” They Called Him სახელით ცნობილი ექსპერიმენტული ჩანაწერი 1993 წელს გამოიცა.

ემინემი და ჯეიკ ჯილენჰოლი

ჯეიკ ჯილენჰოლის მონაწილეობით შექმნილი ფილმის Southpaw საუნდტრეკების დიდი ნაწილი სწორედ ლეგენდარულ რეპერს ეკუთვნის.

ჯეკ უაითი და ბაზ ოლდრინი

კაცობრიობის ისტორიაში მეორე ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დაადგა, როკ ვარსკვლავს საკუთარი მოგზაურობის შესახებ უყვება

იგი პოპი, ქეით მოსი და ჯონი დეპი

90-იანებში მსახიობ ჯონი დეპსა და სუპერმოდელ ქეით მოსს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. ამ ფოტოზე ისინი ლეგენდარულ როკ მუსიკოსთან, იგი პოპთან ერთად არიან აღბეჭდილი.

სტივი უანდერი და ლეონარდო დიკაპრიო

საკუთარი საქმის ორი დიდოსტატი.

ბეიონსე, Death Grips და რობერტ პატინსონი

ჩვენს მიერ სტატიის დასაწყისში ნახსენები შეკითხვა - რატომ, რანაირად, როდის და სად შეხვდა ეს ხალხი ერთმანეთს? სწორედ ასეთი ფოტოების გამო არსებობს.

ლუი არმსტრონგი, დიუკ ელინგტონი და პოლ ნიუმენი

ლეგენდარულმა მსახიობმა მუსიკალური მონაცემებით ჯაზის კორიფეები აშკარად ვერ მოხიბლა.

ტომ იორკი და ედვარდ ნორტონი ფან გოგონასთან ერთად

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოწყობილ კონკურსში გამარჯვებულ გოგონას ერთდროულად ორ კერპთან შეხვედრის უნიკალური შანსი მიეცა.

დრეიქი და ნეიმარი

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე და რეპერი, რომელმაც კომპოზიციაზე God's Plan კლიპის გადაღებისას მილიონი დოლარი დაარიგა.

ჯეი ზი, რობერტ დე ნირო და ჰარვი კეიტელი

"ნიუ იორკის მეფე" ლეგენდარულ მსახიობებთან, რობერტ დე ნიროსთან და ჰარვი კეიტელთან ერთად.
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული