Thumbnail

ნახეთ: მადონამ Like A Prayer, Hallelujah და თავისი ახალი სიმღერა Beautiful Game შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი არტისტი მადონა მაისში მოდის გამოფენას Met Gala ესტუმრა. მუსიკოსმა ღონისძიებაზე თავისი ჰიტი Like A Prayer, ლეონარდ კოენის საკულტო სიმღერა Hallelujah და ახალი კომპოზიციის Beautiful Game ნაწყვეტი შეასრულა. პოპვარსკვლავს გუშინ 60 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით მან მსმენელებს "მეთ გალას" პერფორმანსის ვიდეოჩანაწერი შესთავაზა.

► მადონა ახალ ჩანაწერზე მუშაობს

► ნახეთ: მადონა Vogue-ის ფოტოსესიაში

► ბილბორდმა Madonna ყველა დროის საუკეთესო მუსიკოს ქალად დაასახელა

მუსიკოსი წლის ბოლომდე რიგით მე-14 სტუდიური ალბომის გამოცემას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა Beautiful Game "პოპის დედოფლის" ახალ ჩანაწერში. 

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული