Thumbnail

7-თვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, "ბირჟა მაფია" ახალ კომპოზიციას Uza ავრცელებს. ამჯერად, მსმენელის წინაშე ჰიპ ჰოპ გაერთიანების მხოლოდ ერთი წევრი, მიშკა მგალობლიშვილი, ფსევდონიმით ბარკალა, წარდგა. ჩანაწერის პროდიუსერი კი ჰარუტ მარტიროსიანი, იგივე HaruTune გახლავთ.

პაროდიულ-სატირულმა პროექტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად ჯგუფის წევრები მიშკა მგალობლიშვილი, სასცენო სახელით იანგ მაიქი და კაკი ჭანკურიძე, იგივე წეპო იყვნენ. მოგვიანებით კი მათ გიორგი ქებურია, ფსევდონიმით ქეი ჯი, შეუერთდათ. "ბირჟა მაფიის" ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული