Thumbnail

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი ირაკლი ქოჩიაშვილი, ფსევდონიმით თერიკა, მსმენელს ახალ კომპოზიციას "ცოტა ნელა" სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი მუსიკოსი თავად გახლავთ.

► მოუსმინეთ: სინსორა & თერიკა - თუ დაინახე ბალახი (Prod. By დასავლელი) 

თერიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ამავე დასახელების კომპოზიცია გახლავთ. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული