Thumbnail

ქვიზი: უთქვამს თუ არ უთქვამს?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელები უთუოდ შეამჩნევდით, რომ ბევრ ჩვენს მეგობარს კონტექსტიდან ამოგლეჯილი "ბრძნული" ფრაზების გაზიარების მავნე ჩვევა აქვს. ამ უბედურებას ისიც ემატება, რომ ხშირად ციტატის ავტორობა იმ ადამიანს მიეწერება, რომელსაც მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამს.

დღეს ერთ სახალისო ქვიზს გთავაზობთ. ეკრანზე სხვადასხვა მუსიკოსის ყალბ ან ნამდვილ ციტატას ამოიკითხავთ, თქვენ კი უნდა გამოიცნოთ, ეკუთვნის თუ არა ესა თუ ის ფრაზა ამ არტისტს.

ნახე სხვა ქვიზები

მზად ხართ? დროა, ერთად ვნახოთ, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს საყვარელ შემსრულებლებს. 

ჯონ ლენონი: "მსოფლიოზე ლაპარაკი ზედმეტია, რინგო "ბითლზშიც" კი არ არის საუკეთესო დრამერი".

ჯონ ლენონი: "მსოფლიოზე ლაპარაკი ზედმეტია, რინგო "ბითლზშიც" კი არ არის საუკეთესო დრამერი".
დარწმუნებული ვარ, მისი სიტყვებია. ჯონი რინგოს ხშირად აკრიტიკებდა.
არა, ლენონს მსგავსი რამ, ალბათ, გონებაშიც კი არ გაუვლია.
არასწორია!
სინამდვილეში ფრაზა ბრიტანელ კომიკოსს, ჯასპერ ქეროთს ეკუთვნის.
სწორია!
სიმართლე გითხრა, არ მეგონა, თუ ასე იოლად გამოიცნობდი.

ქანიე ვესთი: "ჩემი უკანალი მიქელანჯელოს შედევრს ჰგავს, მისი ადგილი მუზეუმშია".

ქანიე ვესთი: "ჩემი უკანალი მიქელანჯელოს შედევრს ჰგავს, მისი ადგილი მუზეუმშია".
ნამდვილად თქვა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი.
ნწ, ჯერ ასეც არ გაუტევია.
არასწორია!
შენი ყურით?! გამორიცხულია, რადგან ქანიეს ეს სიტყვები ნამდვილად არასდროს უთქვამს.
სწორია!
როგორც ჩანს, ქანიეს ცხოვრებას თვალს ადევნებ.

ჯიმ მორისონი: "ვხედავ ეულ არტისტს, უამრავი ჩანაწერითა და ელექტრო ხელსაწყოებით. მას კლავიშებიანი საკრავი აქვს, რომელმაც მთელი ორკესტრის როლი შეიძლება იტვირთოს".

ჯიმ მორისონი: "ვხედავ ეულ არტისტს, უამრავი ჩანაწერითა და ელექტრო ხელსაწყოებით. მას კლავიშებიანი საკრავი აქვს, რომელმაც მთელი ორკესტრის როლი შეიძლება იტვირთოს".
დიახ, მან მომავალი იწინასწარმეტყველა.
არ მოვტყუვდები, ჯიმი ამას არ იტყოდა.
სწორია!
დიახ, ჯიმი ჯერ კიდევ 1969 წელს გრძნობდა ელექტრონული მუსიკის ეპოქის მოახლოებას
არასწორია!
სიტყვები ნამდვილად მორისონს ეკუთვნის

ბობ მარლი: "ზოგი ადამიანი გრძნობს წვიმას, ზოგი კი უბრალოდ სველდება".

ბობ მარლი: "ზოგი ადამიანი გრძნობს წვიმას, ზოგი კი უბრალოდ სველდება".
ბევრგან მინახავს, რეგეის მეფის სიტყვებია.
მეეჭვება, მარლის ნათქვამს არაფრით ჰგავს.
არასწორია!
ამ ციტატას ბევრგან წააწყდები, თუმცა, სიტყვები მარლის არ ეკუთვნის.
სწორია!
შესანიშნავია, საოცარი ინტუიცია გაქვს.

მერილინ მენსონი: "საზოგადოება ყოველთვის ეძებს განტევების ვაცს და აი, მეც აქ ვარ".

მერილინ მენსონი: "საზოგადოება ყოველთვის ეძებს განტევების ვაცს და აი, მეც აქ ვარ".
მტკნარი სიცრუეა! საიდან უნდა იცოდეს მერილინმა "განტევების ვაცის" შესახებ?
სიმართლეა! მენსონს ამ როლის მორგება ძალიან უყვარს.
არასწორია!
მერილინს ასეთი სათაურის მქონე სიმღერაც კი აქვს ჩაწერილი.
სწორია!
ეს სიტყვები მენსონის ლაივ ვიდეო ალბომში Dead to the World გაისმის.

ოზი ოსბორნი: "ჯასტინ ბიბერი? ვინ ჩემი ყ**ა ჯასტინ ბიბერი?"

ოზი ოსბორნი: "ჯასტინ ბიბერი? ვინ ჩემი ყ**ა ჯასტინ ბიბერი?"
შეუძლებელია! ოზიმ ერთხელ ჯასტინთან დუეტის ჩაწერის სურვილიც კი კი გამოთქვა
ოზის ამის თქმა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.
არასწორია!
მდიდარი ფანტაზია გქონია.
სწორია!
დიახ, ოზის ეს ფრაზა ნათქვამი აქვს.

დევიდ ბოუი: "მე ბიბლიოთეკარი ვარ სექსუალური ლტოლვებით".

დევიდ ბოუი: "მე ბიბლიოთეკარი ვარ სექსუალური ლტოლვებით".
ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს სიტყვები ბოუის ეკუთვნის.
რა ბიბლიოთეკარი? დევიდი მომღერალი იყო.
სწორია!
ყოჩაღ! ეს მართლაც ბოუის სიტყვებია.
არასწორია!
დევიდი ნამდვილად მომღერალი იყო, თუმცა, წიგნებიც ძალიან უყვარდა და მეტაფორებიც.

ლეონარდ კოენი: "სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი".

ლეონარდ კოენი: "სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი".
ციტატა მეცნობა, მაგრამ ის კოენს არ ეკუთვნის
დიახ, Hallelujah-ს ტექსტში აქვს ეს სიტყვები.
სწორია!
ციტატა კი იმიტომ გეცნო, რომ ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის.
არასწორია!
ეს სიტყვები არა კოენს, არამედ ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის.

კიტ რიჩარდსი: "ნება მომეცით ერთ საკითხს ნათელი მოვფინო - მე პრობლემები ნარკოტიკების კი არა, პოლიციის გამო მაქვს".

კიტ რიჩარდსი: "ნება მომეცით ერთ საკითხს ნათელი მოვფინო  - მე პრობლემები ნარკოტიკების კი არა, პოლიციის გამო მაქვს".
ვფიქრობ, ნამდვილად კიტ რიჩარდსის ფრაზაა.
რა თქმა უნდა არა. ეს რომ ეთქვა, პოლიციასთან ურთიერთობა უფრო გაუფუჭდებოდა.
სწორია!
კიტი შენით იამაყებდა.
არასწორია!
საინტერესო არგუმენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად შეცდი.

ანგუს იანგი: "მაღიზიანებს, როცა ხალხი ამბობს, თითქოს ერთნაირი ჟღერადობის 11 ალბომი გვაქვს გამოშვებული. სინამდვილეში, ჩვენ 12 ერთნაირი ალბომი ჩავწერეთ".

ანგუს იანგი: "მაღიზიანებს, როცა ხალხი ამბობს, თითქოს ერთნაირი ჟღერადობის 11 ალბომი გვაქვს გამოშვებული. სინამდვილეში, ჩვენ 12 ერთნაირი ალბომი ჩავწერეთ".
ანგუსის ნათქვამია, წყალი არ გაუვა.
არ მგონია, ამაზე საუბრით შეეწუხებინა თავი.
სწორია!
ეს სიტყვები მართლაც AC/DC-ის გიტარისტს ეკუთვნის.
არასწორია!
რატომაც არა? АC/DC-ის გიტარისტს თვითირონია არასდროს აკლდა.

ცუდი შედეგი არაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ უკეთესადაც შეგიძლია!

მთავარია, ჩვენი სტატიების კითხვა განაგრძო. სულ მალე ყველა შეკითხვაზე გეცოდინება სწორი პასუხი.

კარგი შედეგია. ალბათ, ჩვენი ერთგული მკითხველი ხარ!

ასე განაგრძე და შემდეგ ქვიზს უკეთესი შედეგით დაასრულებ.

ვამაყობთ შენით, შესანიშნავია!

ყოჩაღ, მშვენიერი შედეგია. მოემზადე შემდეგი ქვიზებისთვის!

კომენტარები

ბოლოს დამატებული