Thumbnail

ნახეთ: რეპერი G-Eazy ტრეკის Drop ვიდეორგოლს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურებული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯერალდ ჯილამი, ფსევდონიმით G-Eazy, მსმენელს ივნისში გავრცელებულ ტრეკზე Drop გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგები: Blac Youngsta და BlocBoy JB მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი Hitmaka გახლავთ.

► ნახეთ: რეპერი G-Eazy კომპოზიციაზე Power გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს 

► ნახეთ: რეპერმა G-Eazy ტრეკზე 1942 გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა

► მოუსმინეთ: G-Eazy-მ სამი ახალი ტრეკი გაავრცელა 

ჯერალდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი ჯილამმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული