Thumbnail

დემი ლოვატომ ის ნარკოტიკი მიიღო, რამაც პრინსი, ტომ პეტი და ლილ ფიფი იმსხვერპლა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემი ლოვატო ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების გამო 24 ივლისს საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსმა ჰეროინი მოიხმარა, თუმცა, გამოცემა TMZ-ის ანონიმური წყაროს მტკიცებით, შემსრულებელმა სხვა ოპიოიდური საშუალებები, ოქსიკოდონი და ფენტანილი მიიღო.

► დემი ლოვატომ სარეაბილიტაციო ცენტრი დროებით დატოვა

► დემი ლოვატო: ნარკოდამოკიდებულება უნდა დავძლიო

აღსანიშნავია, რომ სწორედ ფენტანილს ემსხვერპლნენ ლეგენდარული მუსიკოსები პრინსი, ტომ პეტი და რეპერი ლილ ფიფი.

დემი ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მას სპეციალური პრეპარატი გაუკეთეს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში გამოიყენება.

25 წლის არტისტი ამჟამად ჩიკაგოში, ფსიქოთერაპევტთან მკურნალობს. სპეციალური კურსის დასრულების შემდეგ, ის ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ პოპვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო მსგავს დაწესებულებაში წარსულში ორჯერ უკვე იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის მარტში მომღერალმა აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა. 

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული