Thumbnail

სამოქალაქო აქტივისტის, დათო აბზიანიძის 5 საყვარელი სიმღერა.

5. Ted Neeley - Gethsemane

წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა ამერიკაში 1973 წელს, ეს რომ ეკრანებზე გამოვიდა. ამის პარალელურად, ჩვენს პოლუსზე არსებობდა ანსაბლი "მზიური", თავისი ანტოშკათი და ყველაფერი დანარჩენით.

4. Pink Floyd - The Gunner's Dream

ნაკლებად ცნობილი ალბომიდანაა და 70-იანების ნამუშევრების ფონზე დაჩრდილულია. ცალკე ტრეკების მოსმენაზე მეტად, მთლიანი ალბომის (The Final Cut) ერთიანად ჩართვას გირჩევდით.

3. Stan Getz & Joao Gilberto - The Girl From Ipanema

ერთ კარგ სტატიას ვკითხულობდი ახლა, სათაურით Why can smells unlock memories. ხოდა, მგონი, მარტო ყნოსვას არ შეუძლია ეგ. ჩემს ბავშვობაში ერთი გადასარევი ბრაზილიური სერიალი გადიოდა, El Clon ერქვა, ეგ ესთეტიკა მოაქვს. პირველი არამშობლიური კულტურა იყო, რომლის ელემენტებიც ჩემგან დამოუკიდებლად, ტელევიზორის ეკრანიდან გავიცანი.

2. ირაკლი ჩარკვიანი - მიდი (Walld Radio Edit)

მეფე რომ სრულ სიბნელეში "ნუ იკავებ თავს" გიყვირის, საუკეთესო დასასრული მგონია ნებისმიერი ტექნო სეტისთვის. 

1. Radiohead - Ceremony

ეს Joy Division-ის ბოლო ნამუშევარია. ორიგინალის ხარისხიანი ჩანაწერი შემორჩენილი არ არის, რადგან პირველი ლაივ შესრულებიდან რამდენიმე დღეში ბენდის სოლისტმა, იან კერტისმა თავი მოიკლა. იმავე წელს დარჩენილმა წევრებმა ახალი ბენდი New Order ჩამოაყალიბეს. მათი პირველი სინგლი სწორედ Ceremony-ს განახლებული ვერსია იყო. მაგრამ მაინც მგონია, რომ ტომ იორკის ხმაზე მეტად ამ სიმღერას არაფერი უხდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული