Thumbnail

დემი ლოვატომ სარეაბილიტაციო ცენტრი დროებით დატოვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა დემი ლოვატომ სარეაბილიტაციო ცენტრი დროებით დატოვა. გამოცემა TMZ-ის ცნობით, მომღერალი დედასთან ერთად კერძო თვითმფრინავით ჩიკაგოში, ერთ-ერთ ფსიქოთერაპევტთან სამკურნალო კურსის გავლის მიზნით გაემგზავრა.

► დემი ლოვატო: ნარკოდამოკიდებულება უნდა დავძლიო

► დემი ლოვატოს მეგობრები: თუ მას გამოჯანმრთელება სურს, კარიერაზე უარი უნდა თქვას

მუსიკოსი ჩიკაგოში რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი ლოს ანჯელესთან ახლოს მდებარე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დაბრუნდება.

დემი ლოვატო საავადმყოფოში 24 ივლისს, ჰეროინის ზედოზირების გამო მოხვდა. მიმდინარე წლის მარტში მომღერალმა აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა. 

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი წარსულში ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ორჯერ უკვე იმყოფებოდა.

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული