Thumbnail

ამერიკელმა არტისტმა სიარამ ახალი სინგლი Freak Me გაავრცელა. კომპოზიცია ნიგერიელ მუსიკოსთან, თექნო მაილსთან ერთადაა ჩაწერილი. ტრეკი სიარას მომავალ, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: Ciara - Level Up

სიარა სიმღერაზე გადაღებული ვიდეორგოლის გამოშვებასაც აპირებს. მან ინსტაგრამზე კლიპის ნაწყვეტები უკვე გაავრცელა.

“The way ya body move you my medicine” #FreakMe

A post shared by Ciara (@ciara) on

“Love da way you wind it Cocoa” #FreakMe

A post shared by Ciara (@ciara) on

მუსიკოსმა კომპოზიციის პრომოუშენის ფარგლებში წუთნახევრიანი ვიდეოც წარმოადგინა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის მახლობლადაა გადაღებული. 

სიარა ჰარისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 23 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Like A Boy და I Bet მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული