Thumbnail

პორნოსაიტმა Pornhub ქანიე ვესთს უვადო პრემიუმ პაკეტი აჩუქა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი ქანიე ვესთი ჯიმი კიმელის ღამის შოუს ესტუმრა, სადაც მან არაერთ საკითხზე ისაუბრა. წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მუსიკოსის დამოკიდებულება ქალების მიმართ მას შემდეგ, რაც ორი გოგონა შეეძინა, ქანიემ ასე უპასუხა - "არა, Pornhub-ს კვლავ ვუყურებ".

► მოუსმინეთ: Kanye West - XTCY

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, პორნოსაიტმა ქანიეს მრავალწლიანი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მუსიკოსს უვადო პრემიუმ პაკეტი აჩუქა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21 გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-2015 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული