Thumbnail
ფოტო: popmusic

popmusic-ის ახალი ჰიპ ჰოპ პროექტის, B2B Cypher-ის პირველ ეპიზოდში მაყურებელთა წინაშე ქართველი რეპერები Cas და Kokliani წარდგნენ.

► ნახეთ: B2B Cypher - ყველა ეპიზოდი

კომპოზიციის ინსტრუმენტალი Cas-ს ეკუთვნის. ტრეკი Ghost Records-ის მხარდაჭერითაა ჩაწერილი. პროექტის პროდიუსერი ოთარ ბურკიაშვილია, რეჟისორები კი გიორგი ლიფონავა და გიორგი ტყებუჩავა არიან.

ლაშა აბრამიძემ, სასცენო სახელით Cas, მუსიკალური კარიერა ინგლისურენოვან როკ ჯგუფში  Duality დაიწყო. არტისტი კოლექტივში 2003-2007 წლებში მოღვაწეობდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ძალები სხვა ჟანრშიც მოსინჯა და ჰიპ ჰოპ მუსიკის შექმნას შეუდგა. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი "ჩემი ნება რომ იყოს" 2016 წელს გამოიცა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "მე მინდა მეტი", "ზომბი ვარ", Suicide Squad და სხვა. არტისტი სადებიუტო ალბომზე მუშაობს. მისი თქმით, მსმენელი სტუდიურ ჩანაწერს უახლოეს თვეებში მოისმენს. 

ზურიკო კოკლიანმა შემოქმედებითი კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. რეპერი წარსულში ფსევდონიმით White Negga მოღვაწეობდა. ვეტერანი არტისტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართულ ჰიპ ჰოპში აუტოტუნის ეფექტი გამოიყენა. კოკლიანის პოპულარული კომპოზიციებია "როცა მე წავალ", "ნარკომანი" და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული