Thumbnail
ფოტო: Warp

Aphex Twin-ის ახალი EP Collapse სექტემბერში გავრცელდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელმა არტისტმა და პროდიუსერმა რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, ახალი EP-ის Collapse გამოსვლა დააანონსა. ჩანაწერი, რომელსაც Warp Records გამოსცემს, გაყიდვაში 4 სექტემბერს ჩაეშვება. დღეს მუსიკოსმა კომპოზიციაზე T69 Collapse გადაღებულ ვიდეოსთან ერთად, სტუდიური ნამუშევრის ტრეკლისტიც გაავრცელა.

‘T69 Collapse’
‘1st 44’

‘MT1 t29r2’
‘abundance10edit[2 R8’s, FZ20m & a 909]’
pthex

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ლონდონში, ტურინში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში მუსიკოსის ცნობილი ლოგოს გამოსახულებები გამოჩნდა, რაც, როგორც ნავარაუდები იყო, ახალი ჩანაწერის გამოსვლას მოასწავებდა.

 ნახეთ: ლონდონის მეტროსადგურში Aphex Twin-ის ლოგოა გამოსახული

► ნახეთ: Aphex Twin-ის ლოგოს გამოსახულება ტურინშიც გამოჩნდა

ნახეთ: Аphex Twin-ის ლოგოს გამოსახულება ჰოლივუდშიც გამოჩნდა

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული