Thumbnail
ფოტო: Aphex Twin

ნახეთ: Aphex Twin-მა ახალი ტრეკი T69 Collapse გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელმა არტისტმა და პროდიუსერმა რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, ახალი ტრეკი T69 Collapse და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ EP-ში Collapse იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერი, რომელშიც 4 ნამუშევარი შევა, გაყიდვაში 14 სექტემბერს ჩაეშვება.

მუსიკალურმა ვიდეომ ჰარდინგის ტესტი ვერ გაიარა, რის გამოც კლიპი სატელევიზიო ბადიდან ამოიღეს. სპეციალისტების თქმით, ვიდეორგოლი ისეთ ვიზუალს შეიცავდა, რომელსაც ფოტოსენსიტიური ეპილეფსიისკენ მიდრეკილი ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო. 

► Aphex Twin-ის ახალმა ვიდეომ ეპილეფსიის ტესტი ვერ გაიარა

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული