Thumbnail

დემი ლოვატო საავადმყოფოდან გაწერეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა დემი ლოვატომ საავადმყოფო დატოვა. გამოცემა People-ის ცნობით, ის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მუსიკოსი მკურნალობის კურსს გაივლის.

► დემი ლოვატო ნარკოტიკის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს 

► დემი ლოვატო: ნარკოდამოკიდებულება უნდა დავძლიო

დემი ლოვატო სამედიცინო დაწესებულებაში ორი კვირის წინ, ჰეროინის ზედოზირების გამო მოხვდა. შემსრულებელი წარსულში ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო რეაბილიტაციის ცენტრში ორჯერ უკვე იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის მარტში მომღერალმა აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პოპვარსკვლავმა ინსტაგრამის საშუალებით ოჯახსა და თაყვანისცემლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გამოჯანმრთელების პირობას დადო.

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული