Thumbnail

დემი ლოვატო: ნარკოდამოკიდებულება უნდა დავძლიო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემი ლოვატო საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს. არტისტი ინსტაგრამის საშუალებით ოჯახსა და თაყვანისცემლებს თანადგომისთვის მადლობას უხდის და გამოჯანმრთელების პირობას დებს.

► დემი ლოვატო ნარკოტიკის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს 

"მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი ჩემი ნარკოდამოკიდებულების შესახებ. ვისწავლე, რომ ეს არის დაავადება, რომელიც დროსთან ერთად არ ქრება. მე ის უნდა დავძლიო. გამოსაჯანმრთელებლად დრო მჭირდება. სიფხიზლეზე უნდა ვკონცენტრირდე. სიყვარული, რომელიც თქვენ მაჩვენეთ, არასდროს დამავიწყდება. მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც ვიტყვი, რომ ამ პრობლემას თავი დავაღწიე. ბრძოლას ვაგრძელებ," - აღნიშნა დემი ლოვატომ. 

A post shared by Demi Lovato (@ddlovato) on

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მუსიკოსი ლოს ანჯელესიდან მოშორებით მდებარე სპეციალურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო კურსის გავლას გეგმავს. შემსრულებელი წარსულში ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო რეაბილიტაციის ცენტრში ორჯერ უკვე იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის მარტში დემიმ აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა.

ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული