Thumbnail

ხშირად გაგვიგია, რომ სწავლა წარმატების საწინდარია. მაგრამ მართლა ასეა ეს თუ არა? პასუხი მარტივია - გააჩნია, რა სფეროში გინდა წარმატების მიღწევა. მუსიკალური ნიჭისა და შესაბამისი უნარების არსებობის შემთხვევაში, დიპლომის ქონა-არქონას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილი მუსიკოსები სწორედ ამას ამტკიცებენ.

► 10 ყველაზე განათლებული მუსიკოსი

15. კრისტინა აგილერა

კრისტინა აგილერამ სკოლა ბულინგის გამო მეცხრე კლასში მიატოვა, სწავლა კი სახლში განაგრძო. თანაკლასელების მხრიდან ჩაგვრა და დამცირება კრისტინამ მას შემდეგ გამოსცადა, რაც ადგილობრივ სატელევიზიო შოუებში გამოჩნდა.

14. ბრაიან ადამსი

კანადელმა მუსიკოსმა სწავლა 15 წლის ასაკში შეწყვიტა. სკოლისთვის თავის დანებების შემდეგ, ადამსი ღამეებს ბენდთან რეპეტიციაში ატარებდა, დღისით კი გამოძინებას ცდილობდა.

13. კორტნი ლავი

Hole-ის ვოკალისტი ჰიპების კომუნაში გაიზარდა და სრულწლოვანებამდე პოლიციის განყოფილებაში მოხვედრაც მოასწრო. 16 წლისამ კი სკოლა მიატოვა და ეგზოტიკური ცეკვებით დაკავდა. 

12. ბილი ჯო არმსტრონგი

Green Day-ის ფრონტმენმა ბილი ჯო არმსტრონგმა სკოლას სწავლის ბოლო წელს დაანება თავი, რათა მუსიკისთვის მეტი დრო დაეთმო.

11. მერი ჯეი ბლაიჯი

მერი ჯეი ბლაიჯმა სწავლა მე-11 კლასში, ოჯახური პრობლემების გამო შეწყვიტა.

10. ერიკ კლეპტონი

ერიკ კლეპტონმა 16 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ გაკვეთილებზე ჯდომას გიტარაზე დაკვრა ერჩივნა.

9. ელტონ ჯონი

ლეგენდარული ელტონ ჯონი სკოლას 17 წლის ასაკში გამოეთხოვა.

8. შერი

შერს დისლექსიის გამო სწავლა ძალიან უჭირდა. სკოლაში სიარულზე მან საბოლოოდ 16 წლის ასაკში თქვა უარი.

7. კურტ კობეინი

კურტ კობეინმა სკოლის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე აღმოაჩინა, რომ საკმარისი რაოდენობის ქულები არ ჰქონდა. ის გამუდმებით იცვლიდა სასწავლებლებს, რადგან მუდმივად ბულინგის მსხვერპლი იყო.

6. ჯეი ზი

ჯეი ზი ბრუკლინში გაიზარდა, მოგვიანებით კი ნიუ ჯერსიში კოკაინს ყიდდა. სკოლაში ორივეგან იარა, თუმცა სწავლის დასრულება ვერ შეძლო. როგორც ხედავთ, ამ ფაქტს მისთვის მილიარდის შოვნაში ხელი არ შეუშლია.

5. ევრილ ლავინი

კანადელმა მომღერალმა ევრილ ლავინმა ხმის ჩამწერ კომპანიასთან კონტრაქტი 7 წლის ასაკში გააფორმა, რის შემდეგაც სწავლისთვის დრო უკვე აღარ ეყო.

4. ემინემი

ემინემი სკოლაში საშინლად სწავლობდა და ამის გამო მეცხრე კლასში ჩატოვეს კიდეც. რეპერმა სწავლას თავი 17 წლის ასაკში დაანება.

3. ოზი ოსბორნი

ოზი ოსბორნს სწავლაში ხელს დისლექსია და თანატოლების მხრიდან მუდმივი ბულინგი უშლიდა. მან სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა და ხელოსნის ასისტენტად დაიწყო მუშაობა.

2. რინგო სტარი

"ბითლზის" დრამერი გამუდმებით ავადმყოფობდა, რის გამოც სასწავლო პროგრამას სერიოზულად ჩამორჩა. ერთხელაც, სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერის შემდეგ, რინგო სკოლაში აღარ დაბრუნებულა.

1. შინეიდ ო'კონორი

შინეიდმა სწავლა თავი 15 წლის ასაკში დაანება, რათა თავის ჯგუფს სახელად Ton Ton Macoute დუბლინში გაჰყოლოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული