Thumbnail

ბილბორდმა Madonna ყველა დროის საუკეთესო მუსიკოს ქალად დაასახელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბილბორდმა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში ლეგენდარული The Beatles ლიდერობს, მეორე ადგილს კი პოპის დედოფალი მადონა იკავებს. 

► ჯენეტ ჯექსონმა ყველა დროის Top 100 არტისტის სიაში მაიკლს გადაასწრო

ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტი ჩარტების პირველ ათეულში გატარებული კვირების რაოდენობით განისაზღვრა. ქალი მუსიკოსების სიაში მადონას მერაია ქერი, ჯენეტ ჯექსონი, უიტნი ჰიუსტონი და რიანა მოსდევენ.

ბილბორდის ჩარტებში სხვადასხვა დროს მადონას 12 სიმღერა ლიდერობდა, მუსიკოსის 38 ჩანაწერი კი საუკეთესო ათეულში მოხვდა. Like а Virgin გამოცემის ჰიტ აღლუმის პირველ პოზიციაზე 1984 წელს მოექცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული