Thumbnail

Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეები დაასახელა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბიზნესჟურნალმა Forbes მიმდინარე წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეები დაასახელა. სიის სათავეში 48 მილიონი აშშ დოლარით კვლავინდებურად შოტლანდიელი მუსიკოსი ადამ რიჩარდ უაილსია. არტისტი, რომელიც ფსევდონიმით Calvin Harris მოღვაწეობს, სიაში ლიდერობას 2013 წლიდან არ თმობს.

მეორე პოზიცია 45,5 მილიონი აშშ დოლარით ამერიკულმა დუეტმა The Chainsmokers დაიკავა. ათეულში ასევე დიჯეები Tiësto, David Guetta და Diplo მოხვდნენ.

2018 წლის ყველაზე შემოსავლიანი დიჯეების ათეული ასე გამოიყურება:

1. Calvin Harris – $48,000,000
2. The Chainsmokers – $45,500,000
3. Tiësto – $33,000,000
4. Steve Aoki –  $28,000,000
5. Marshmello – $23,000,000
6. Zedd – $22,000,000
7. Diplo – $20,000,000
8. David Guetta – $15,000,000
9. Kaskade – $13,500,000
10. Martin Garrix – $13,000,000

კელვინ ჰარისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Summer, This Is What You Came For და I Need Your Love მოუტანა. მიმდინარე წელს არტისტმა თაყვანისცემლებს ინგლისელ პოპვარსკვლავ დუა ლიპასთან ერთად ჩაწერილი სინგლი One Kiss და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი შესთავაზა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული