Thumbnail

5 კარგი ჯგუფი, რომლებსაც კრიტიკოსები უარყოფითად აფასებდნენ

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

მუსიკის კრიტიკოსები ხშირად ცდებიან და ამაში დასარწმუნებლად ისტორიისთვის თვალის ერთი შევლებაც კი კმარა. რაც ერთ დროს უნიჭო ექსპერიმენტად ითვლებოდა, მოგვიანებით გარდამტეხ მოვლენად ფასდება. მძაფრად გაკრიტიკებული მუსიკოსები კი დროის შემდეგ კვარცხლბეკზე აღმოჩნდებიან ხოლმე. 

ამ სტატიაში იმ ხუთ ბენდზე ვისაუბრებთ, რომლებმაც მუსიკის კრიტიკოსების ანტიპათიის დაძლევა შეძლეს და დამსახურებული აღიარება მოიპოვეს.

5. Led Zeppelin

1969 წელს ჟურნალი Rolling Stone წერდა, რომ "ლედ ზეპელინის" სახით Cream-ისა და The Jeff Beck Band-ის ცუდ ვერსიასთან გვქონდა საქმე. რაც შეეხება რობერტ პლანტს, მას სტატიაში თვითმარქვია როდ სტიუარტი უწოდეს. 

2001 წელს კი ამავე Rolling Stone-მა ჯგუფის სადებიუტო ალბომს 5-დან 5 ვარსკვლავი მიანიჭა.

4. U2

1980 წელს მუსიკალურმა საზოგადოებამ U2 გაიცნო და გამოხმაურებებმაც არ დააყოვნა. The Village Voice-მა ჯგუფის წევრებს "სულელები" და "თავქარიანები" უწოდა. 

ამერიკულმა ჟურნალმა აზრი რამდენიმე წლის შემდეგ შეიცვალა და აღიარა, რომ 1980 წელს გამოსულ ალბომებს შორის Boy საუკეთესო იყო. 

3. Radiohead

"ინგლისური კვინტეტი არაფერს ქმნის ისეთს, რაც აქამდე არ მოგისმენიათ. წარმოიდგინეთ Smiths-ის უნიჭო მიბაძვა The Cure-ის მსგავსი დეპრესიული განწყობით" - ასე ახასიათებდა Los Angeles Times 1993 წელს "რედიოჰედს".
 
ჯგუფის წევრები კრიტიკას  არ შეუჩერებია და მომდევნო წლებში ერთი-მეორეზე უკეთესი ალბომები შექმნეს - The Bends (1995), OK Computer (1997) და Kid A (2000). 

2. AC/DC

1976 წელს Rolling Stone-ის კრიტიკოსი, ბილი ალტმენი წერდა: "როგორც ჩანს, როკის ჟანრმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია".  

ოთხი წლის შემდეგ ჯგუფმა ახალი სტუდიური ნამუშევარი Back in Black გამოუშვა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო როკ-ალბომად ითვლება. 

1. Pink Floyd

"პინკ ფლოიდის" მეორე სტუდიურმა ალბომმა A Saucerful of Secrets ჟურნალის Rolling Stone მოწონება ვერ დაიმსახურა - "საშუალო ხარისხის, გაცილებით მოსაწყენი, ვიდრე პირველი ნამუშევარი". ამ რეგრესის მთავარ მიზეზად კი კრიტიკოსებმა ბენდიდან სიდ ბარეტის წასვლა დაასახელეს.

შესაძლოა, 1968 წელს ჯგუფის პოტენციალი ჯერ კიდევ არ ჩანდა ბოლომდე, მაგრამ 1973 წლის ალბომმა The Dark Side of the Moon სკეპტიკოსებს ყველა ეჭვი გაუფანტა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული