Thumbnail

4 აგვისტოს, eZo Festival-ის ტერიტორიაზე Mzesumzira-ს ზაფხულის ბოლო ივენთი გაიმართება

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

4 აგვისტოს, eZo Festival-ის ტერიტორიაზე Mzesumzira ქართველ არტისტებს უმასპინძლებს.  Last Party of Summer ზაფხულის ბოლო ივენთი იქნება, რომელიც Caffé Stage-ზე გაიმართება. 

ღონისძიებას "პორნოპოეზიის" ყოფილი ფრონტმენი თორნიკე ქარჩხაძე გახსნის, რომელიც მუსიკის სელექტორის როლში მოგვევლინება. შემდეგ, სცენაზე "დერვიშების" ყოფილი სოლისტი გუგა გეგეჭკორი დადგება. 9 საათიდან კი ცოცხალი შესრულება დაიწყება. ჯგუფი "მარტივი გამოსავალი", იგივე "გამოუვალი მდგომარეობა" და ჯგუფი "არა" აკუსტიკურ კონცერტებს შემოგვთავაზებენ. ივენთს კი დიჯეი Micro Bax-ის სეტი დახურავს.

Mzesumzira სტუმრებს მუსიკის გარდა სხვადასხვა გასართობ აქტივობებსაც შესთავაზებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული