Thumbnail

ნახეთ: Twin Shadow-მ alt-J-ის სიმღერის In Cold Blood განახლებულ ვერსიაზე კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

დომინიკელმა მუსიკოსმა Twin Shadow ცნობილი ინგლისური ბენდის alt-J სიმღერის In Cold Blood განახლებულ ვერსიაზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. კომპოზიციას ის პოპულარულ ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტთან, Pusha T-სთან ერთად ასრულებს. ტრეკის თავდაპირველი ჩანაწერი კოლექტივის ბოლო ალბომში Relaxer არის წარმოდგენილი, რომელიც 2017 წელს გამოვიდა.

► მოუსმინეთ: alt-J - Deadcrush (FEAT. Danny Brown) (Alchemist X Trooko Version)

ჯორჯ ლევის ჯუნიორმა, სასცენო სახელით Twin Shadow, მუსიკალური კარიერა 2000 წელს დაიწყო. მისი კომპოზიციები ისეთ ცნობილ თამაშშია გამოყენებული, როგორიცაა Grand Theft Auto V. არტისტის შემოქმედება სინთპოპს, ინდი პოპსა და პოპ როკს აერთიანებს.

41 წლის ნიუ იორკელმა არტისტმა, ფუშა თიმ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იან წლებში დაიწყო. ჯგუფი Clipse, რომელიც 2000-იანებში საკმაოდ პოპულარული გახლდათ, ტერენსმა თავის უფროს ძმასთან ერთად ჩამოაყალიბა. მათი პირველი სტუდიური ნამუშევარი Lord Willin' კომერციულად მომგებიანი გამოდგა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ჰიპ ჰოპ დუეტის ასეთი წარმატება ლეგენდარული მუსიკოსის, ფარელ უილიამსის დამსახურებაცაა, რომელთანაც "ქლიფსმა" არაერთხელ ითანამშრომლა. 

2009 წელს რეპერმა შემოქმედებითი პაუზა აიღო, მაგრამ ქანიე ვესთის დაჟინებული მოთხოვნით "მეფე ფუშამ" (როგორც არტისტი საკუთარ თავს უწოდებს) სოლო კარიერა დაიწყო და 2011 წელს EP სახელწოდებით Fear Of God II: Let Us Pray გაავრცელა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მთავარი წარმატება სადებიუტო სტუდიურ ალბომს My Name Is My Name უკავშირდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული