Thumbnail

ნახეთ: მადონა Vogue-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა მადონამ იტალიური Vogue-სთვის გამართულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

► მადონა ახალ ჩანაწერზე მუშაობს

► ნახეთ: მადონამ შვილთან ერთად ელვის პრესლის სიმღერა დააქავერა

► ნახეთ: მადონას სკანდალური პოსტი ბიონსესა და ჯეი ზიზე

"პოპის დედოფალთან" ფოტოგრაფების ცნობილმა დუეტმა Mert & Marcus იმუშავა. სურათები ლისაბონში, თავად მადონას სახლშია გადაღებული. 59 წლის მომღერალი მოდის ჟურნალის აგვისტოს ნომრის სტუმარი იქნება.

გთავაზობთ ფოტოებს:

აღსანიშნავია, რომ მადონამ 1990 წელს სიმღერა სახელწოდებით Vogue გამოუშვა.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული