Thumbnail

გთავაზობთ 2018 წლის ივლისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას: 

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. ერეკლე დეისაძე - ქართლის დედა

ივლისის დასასრულს ქართველმა არტისტმა ერეკლე დეისაძემ ახალი კომპოზიცია "ქართლის დედა" გაავრცელა. მუსიკალური ვიდეო "სფეისჰოლში" გამართულ სოლო კონცერტზეა გადაღებული, სადაც დეისაძემ სიმღერა პირველად შეასრულა. 

9. alt-J - Deadcrush (feat. Danny Brown) (Alchemist x Trooko Version)

ინგლისურმა ჯგუფმა alt-J სიმღერის Deadcrush განახლებული ვერსია გაავრცელა. კომპოზიციაზე ბენდმა ამერიკელ რეპერთან, დენი ბრაუნთან ერთად იმუშავა. ტრეკი კოლექტივის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში Reduxer შევა, რომელშიც 2017 წლის ალბომში Relaxer შესული ნამუშევრების რემიქსები იქნება წარმოდგენილი.

 8. 6ix9ine - FEFE Feat. Nicki Minaj

პოპულარულმა ნიუ იორკელმა რეპერმა დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, კომპოზიცია FEFE და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. ჩანაწერში მასთან ერთად ნიკი მინაჟი მონაწილეობს. სინგლის პროდიუსერი კი Murda Beatz გახლავთ.

7. Kas:st - Astral Talk 

ფრანგულმა ელექტრონულმა დუეტმა Kas:st კომპოზიცია Astral Talk გამოუშვა. ნამუშევარი მუსიკოსების პროექტში Road To Nowhere შედის, რომლის ფარგლებშიც არტისტები წლის ბოლომდე ყოველთვიურად თითო კომპოზიციის გამოცემას აპირებენ.

6. Brockhampton - 1998 Truman

ამერიკული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Brockhampton-ის კომპოზიციის 1998 Truman პრემიერა Apple-ის რადიოსადგურ Beats 1-ის ეთერში, გადაცემაში Things We Lost in the Fire Radio შედგა, რომლის წამყვანებიც სწორედ ამ კოლექტივის წევრები არიან.

5. Mac Miller - What's The Use?

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მალკოლმ ჯეიმს მაკკორმიკმა, ფსევდონიმით Mac Miller, მსმენელებს მისი მომავალი ალბომის Swimming რიგით მესამე სინგლი What's The Use? შესთავაზა. კომპოზიციაში ლეგენდარული კალიფორნიელი რეპერი Snoop Dogg და მისი ახალგაზრდა კოლეგა Syd მონაწილეობენ.

 4. The Prodigy - Need Some1

ბრიტანულმა ელექტრონულმა ჯგუფმა The Prodigy ახალი სინგლი Need Some1 და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ტრეკის გამოშვებასთან ერთად კოლექტივმა ახალი, რიგით მეშვიდე ალბომი No Tourists დააანონსა. ნამუშევარი გაყიდვაში 2 ნოემბერს ჩაეშვება.

3. Helena Hauff - No Qualms

გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი ჰელენა ჰაუფი ივლისის ათეულშიც მოხვდა. კომპოზიცია No Qualms მუსიკოსის მომავალ ალბომში Qualm იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 3 აგვისტოს ჩაეშვება. ჩანაწერს ბრიტანული ლეიბლი Ninja Tune გამოსცემს.

2. Blood Orange - Jewelry 

ბრიტანელმა არტისტმა Blood Orange ახალი სიმღერა Jewelry და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ ალბომში Negro Swan იქნება წარმოდგენილი. ვიდეორგოლზე კი მუსიკოსმა თავად იმუშავა.

1. Childish Gambino - Feels Like Summer

მუსიკოსმა და მსახიობმა დონალდ გლოვერმა, ფსევდონიმით Childish Gambino, მსმენელებს ივლისში კიდევ ერთი ახალი ჩანაწერი Feels Like Summer შესთავაზა. პოპულარული სატელევიზიო სერიალის Atlanta-ს ავტორის ეს კომპოზიცია მშვენიერ საზაფხულო განწყობაზე დაგაყენებთ. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული