Thumbnail

დემი ლოვატო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში რჩება

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემი ლოვატო ჰეროინის ზედოზირების შემდეგ, ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ საავადმყოფოში იმყოფება. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, არტისტს მაღალი ტემპერატურა და გულისრევა აღენიშნება.

► ნარკოტიკის ზედოზირების შემდეგ, დემი ლოვატოს სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსებენ

► დემი ლოვატო, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჯერჯერობით უცნობია, როდის დატოვებს მუსიკოსი საავადმყოფოს. ექიმები და მომღერლის ოჯახის წევრები მის სრულ გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ამასთან, დემის ერთ-ერთი მეგობრის ინფორმაციით, არტისტი ლოს ანჯელესიდან მოშორებით სპეციალურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო კურსის გავლას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი წარსულში ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო რეაბილიტაციის ცენტრში ორჯერ უკვე იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის მარტში დემიმ აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა.

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული