Thumbnail
ფოტო: Giorgi Induashvili

ნახეთ: ჯგუფმა WhoMadeWho ფესტივალ Summer Set-ზე დაუკრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

თბილისში მუსიკალური ფესტივალის Summer Set საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომლის ჰედლაინერი დანიური ტრიო WhoMadeWho იყო.

WhoMadeWho-ს გამოსვლა საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ბენდმა როგორც წელს გამოცემულ ახალ ალბომში Through The Walls შესული კომპოზიციები, ასევე ჰიტები Inside World და Heads Above შეასრულა. კონცერტი კი ტრადიციულად იტალიელი დიჯეის, ბენი ბენასის ცნობილი ტრეკით Satisfaction დაასრულა. 

ჯგუფმა WhoMadeWho ფესტივალ Summer Set-ზე დაუკრა

🎵 თბილისში მუსიკალური ფესტივალის SET FEST საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომლის ჰედლაინერებიც Cigarettes After Sex და WhoMadeWho იყვნენ. 🎶 WhoMadeWho-ს გამოსვლა საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ბენდმა წელს გამოცემულ ახალ ალბომში Through The Walls შესულ კომპოზიციებთან ერთად, თავისი ჰიტებიც შეასრულა. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Monday, July 30, 2018

 

Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს. ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, 2 სცენას, სპორტის 9 სახეობას, კარვების ქალაქს და სოციალურ-კულტურულ თემებზე ვორქშოპებს აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული