Thumbnail
ფოტო: Shalika Studio

ნახეთ: ჯგუფმა Cigarettes After Sex-მა ფესტივალ Summer Set-ზე დაუკრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

თბილისში მუსიკალური ფესტივალის Summer Set საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომლის ჰედლაინერიც პოპულარული ამერიკული ჯგუფი Cigarettes After Sex იყო.

ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პავილიონში შეკრებილი მსმენელების წინაშე Cigarettes After Sex ერთსაათიანი პროგრამით წარდგა. ჯგუფმა საკუთარი ჰიტები, მათ შორის Nothing's Gonna Hurt You Baby, Affection და Keep On Loving You შეასრულა. სიმღერა Please Don't Cry კი კოლექტივმა სპეციალურად ქართველი ფანებისთვის დაუკრა.

ჯგუფმა Cigarettes After Sex ფესტივალ Summer Set-ზე დაუკრა

🎵 თბილისში მუსიკალური ფესტივალის SET FEST საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომლის ჰედლაინერებიც Cigarettes After Sex და WhoMadeWho იყვნენ. 🎶 Cigarettes After Sex მსმენელთა წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარდგა. ჯგუფმა საკუთარი ჰიტები შეასრულა. სიმღერა Please Don't Cry კი კოლექტივმა სპეციალურად ქართველი ფანებისთვის დაუკრა. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Monday, July 30, 2018

 

Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს. ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, 2 სცენას, სპორტის 9 სახეობას, კარვების ქალაქს და სოციალურ-კულტურულ თემებზე ვორქშოპებს აერთიანებს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული