Thumbnail

ნახეთ: ქენდრიქ ლამარმა 50 Cent-ის სერიალში Power მიიღო მონაწილეობა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

50 Cent-ის საავტორო სერიალის Power ბოლო ეპიზოდში კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქენდრიქ ლამარმა მიიღო მონაწილეობა. სერია სახელწოდებით Happy Birthday ეთერში 29 ივლისს გავიდა. 

► ქენდრიქ ლამარი და სუფიან სტივენსი ამერიკის კინოაკადემიის წევრები გახდნენ

► ქენდრიქ ლამარს პულიცერის პრემია გადასცეს

► ლიტერატურული წიაღსვლები ქენდრიქ ლამარის შემოქმედებაში

სატელევიზიო შოუში რეპერი უსახლკარო ნარკომომხმარებლის როლში გვევლინება. მისი პერსონაჟი ლეისისი 50 Cent-ის გმირს, ნარკომოვაჭრე ქენანს კონკურენტების მოშორებაში ეხმარება. 

აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო შოუს გარდა, 2013 წელს ქენდრიქმა და 50 Cent-მა კომპოზიციაზე We Up ითანამშრომლეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული