Thumbnail

ნახეთ: ბარაკ ობამამ ბიონსესა და ჯეი ზის კონცერტზე იცეკვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

თანამედროვე მუსიკის ვარსკვლავებმა ბიონსემ და ჯეი ზიმ მერილენდში ტურნეს On the Run II ფარგლებში კონცერტი გამართეს. შოუს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცოლთან, მიშელთან ერთად დაესწრო. ინტერნეტში წყვილის ცეკვის ვიდეოც გავრცელდა.

► ნახეთ: ბიონსემ ტყუპების, სერისა და რუმის ფოტოები გაავრცელა

► ბიონსესა და ჯეი ზის კოლიზეუმი არ მიაქირავეს

აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში საფრანგეთში, სტად დე ფრანსზე გამართულ შოუს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა ბიონსეს დედასთან, თინა ნოულსთან ერთად დაესწრო. მათ ჯეი ზის პერფორმანსის დროს იცეკვეს კიდეც. 

ბიონსესა და ჯეიზის მსოფლიო ტურნე 4 ოქტომბერს სიეტლში დასრულდება.

არაერთი გრემის მფლობელი არტისტები ოფიციალურად 2008 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 3 შვილი ჰყავს. ერთად ჩაწერილ კომპოზიციებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სიმღერა Crazy in Love სარგებლობს, რომელიც 2003 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. 2017 წელს "ფორბსის" ინფორმაციით, მუსიკოსების საერთო შემოსავალმა 1,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული