Thumbnail

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტები, ლუკა კვარაცხელია, იგივე Kid L და მიშკა მგალობლიშვილი, ფსევდონიმით Young Mic, მსმენელს კოლაბორაციულ ჩანაწერს "არ ვშიშობ" სთავაზობენ. კომპოზიციის პროდიუსერი თავად ლუკა გახლავთ.

► ნახეთ: Young Mic - თქვენი მოსაწონი

► მოუსმინეთ: Young Mic - 40 გრადუსი Feat. რეზი ქარცივაძე (Prod. By HaruTune) 

► ნახეთ: Young Mic - სხვა გზა Ft. Mari Sharman (Prod. By HaruTune) 

იანგ მაიქმა მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. არტისტის წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. მიშკასთან ერთად დუეტს გიორგი ქებურია, სასცენო სახელით Kay G, ქმნის. მათი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა".

ლუკა კვარაცხელია კი ახალბედა ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელიც მაყურებლის წინაშე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. მისი შემოქმედება ჯერჯერობით სულ რამდენიმე ტრეკს აერთიანებს, რომელთაგანაც შედარებით ცნობილი კომპოზიციები "მე ვადნობ", "იმპულში" და "ზეცისკენ სწრაფვა" გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული