Thumbnail

Sex Pistols-ის ყოფილი ფრონტმენი "კუ ნინძებზე" ახალ სერიალში მუტანტ ღორს გაახმოვანებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანული პანკ ჯგუფის Sex Pistols ყოფილი ფრონტმენი, ჯონი როტენი "კუ ნინძების" შესახებ გადაღებულ ახალ სერიალში ძალაუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილ ანტიგმირს, მუტანტ ღორს გაახმოვანებს.

როტენის გარდა, გამხოვანებელთა შორის, ცნობილი ამერიკელი რესლერი ჯონ სენა და პოპულარული სერიალის Game Of Thrones-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, მსახიობი ლენა ჰიდიც იქნებიან, რომლებიც მუსიკოსის მსგავსად ანტიგმირების როლებს მოირგებენ.

Rise of the Teenage Mutant Ninja Turtles კრიმინალთან მებრძოლი ნიუ იორკელი კუების შესახებ გადაღებული რიგით მეოთხე ანიმაციური სერიალია, რომელსაც მაყურებელი ამერიკული საბავშვო ტელეარხის,  Nickelodeon-ის ეთერში 17 სექტემბრიდან იხილავს.

ჯონ ლაიდონი, სასცენო სახელით ჯონი როტენი, 1975 წელს შექმნილი საკულტო პანკ ჯგუფის Sex Pistols-ის ვოკალისტია. მუსიკოსებმა ერთადერთი სტუდიური ალბომი Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols 1977 წელს გამოსცეს. მომდევნო წელს კი როტენმა ბენდი დატოვა.

1978 წელს მუსიკოსმა პოსტ პანკ კოლექტივი Public Image Ltd შექმნა. 2015 წელს ჯგუფმა რიგით მეათე ალბომი What the World Needs Now... გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული