Thumbnail

ნახეთ: შაკირამ და მალუმამ სიმღერაზე Clandestino ვიდეოკლიპი გადაიღეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კოლუმბიელი სუპერვარსკვლავები შაკირა და Maluma სიმღერაზე Clandestino გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი ჯამ დე ლაიგუანაა, რომელიც შაკირას არაერთი მუსიკალური კლიპის ავტორია. 

► ნახეთ: შაკირას ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი ბარსელონაში

► ნახეთ: შაკირას კონცერტს მისი შვილები პირველად დაესწრნენ

კომპოზიცია, რომლის პროდიუსერი და ტექსტის ავტორიც თავად შაკირაა, მუსიკოსების რიგით მესამე ერთობლივი ჩანაწერია. აღსანიშნავია, რომ მათ სიმღერაზე Chantaje შექმნილმა ვიდეორგოლმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 

შაკირამ კარიერა 1988 წელს დაიწყო და დღეს ლათინოამერიკული პოპ სცენის მთავარ წარმომადგენლად ითვლება. ორი გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა მეთერთმეტე სტუდიური ნამუშევარი 2017 წლის 26 მაისს გამოუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში ლიდერობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 

მალუმამ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა El Perdedor, Felices los 4 და Borro Cassette მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული