Thumbnail
ფოტო: Shalika Studio

ჯგუფებმა Cigarettes After Sex და WhoMadeWho ფესტივალ Summer Set-ზე დაუკრეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

თბილისში მუსიკალური ფესტივალის Summer Set საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომლის ჰედლაინერებიც პოპულარული ამერიკული ჯგუფი Cigarettes After Sex და დანიური ტრიო WhoMadeWho იყვნენ.

ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პავილიონში შეკრებილი მსმენელების წინაშე Cigarettes After Sex ერთსაათიანი პროგრამით წარდგა. ჯგუფმა საკუთარი ჰიტები, მათ შორის Nothing's Gonna Hurt You Baby, Affection და Keep On Loving You შეასრულა. სიმღერა Please Don't Cry კი კოლექტივმა სპეციალურად ქართველი ფანებისთვის დაუკრა.

Nothing’s Gonna Hurt You Baby

Posted by ბექა ჯიქურაშვილი on Saturday, July 28, 2018

 

WhoMadeWho-ს გამოსვლა საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ბენდმა როგორც წელს გამოცემულ ახალ ალბომში Through The Walls შესული კომპოზიციები, ასევე ჰიტები Inside World და Heads Above შეასრულა. კონცერტი კი ტრადიციულად იტალიელი დიჯეის, ბენი ბენასის ცნობილი ტრეკით Satisfaction დაასრულა. 

Should I call you up? #whomadewho

Posted by Mariam Wendy Kutubidze on Saturday, July 28, 2018

 

Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს. ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, 2 სცენას, სპორტის 9 სახეობას, კარვების ქალაქს და სოციალურ-კულტურულ თემებზე ვორქშოპებს აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული