Thumbnail

Vogue: კვირის საუკეთესოდ ჩაცმული მუსიკოსები

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილმა მოდის ჟურნალმა Vogue გასული კვირის საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავების ათეული დაასახელა. გამოცემის რჩეულებს შორის მუსიკოსები - ბიონსე, ტეილორ სვიფტი და სიარა მოხვდნენ.

ბიონსე

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ბიონსე 18 ივლისს ოჯახთან ერთად ნიცას სტუმრობდა. Vogue-ის ყურადღება Coal N’ Terry-ის ბრენდის ჯინსის შორტმა და ჯეი ზის სადებიუტო ალბომის Reasonable Doubt გარეკანის პრინტიანმა მაისურმა მიიპყრო.
ფოტო: Vogue

ტეილორ სვიფტი

22 ივლისს პაპარაცებმა ტეილორ სვიფტი ნიუ იორკში გადაიღეს. 28 წლის არტისტს "გუჩის" შორტი და Tod's-ის ბრენდის ტყავის ფეხსაცმელი ეცვა, ასევე "მიუ მიუს" ვერცხლის საყურეები ეკეთა. 
ფოტო: Vogue

სიარა

ამერიკელი პოპვარსკვლავი სიარა 18 ივლისს სპორტულ დაჯილდოებას ESPY დაესწრო და ცერემონიის წითამერიკელიელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების ყურადღებაც მალევე მიიქცია. მუსიკოსმა არჩევანი ავასტრალიელი დიზაინერის, ტონი მატიჩევსკის ყვითელ კაბასა და კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელზე შეაჩერა. 
ფოტო: Vogue

ჟურნალმა ჩამონათვალში, მომღერლების გარდა, მსახიობები ჯულია რობერტსი, ამანდა სეიფრიდი და მოდელი ჟასმინ ტუკესიც დაასახელა. Vogue საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავების ათეულს ყოველკვირეულად აქვეყნებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული