Thumbnail

ნახეთ: რეპერმა Valee კომპოზიციაზე Juice & Gin გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი ვალე ტეილორი, ფსევდონიმით Valee, ტრეკზე Juice & Gin გადაღებული ვიდეორგოლით ბრუნდება. ჩანაწერი მის ბოლო ოფიციალურ მიქსტეიპშია GOOD Job, You Found Me წარმოდგენილი.

► ნახეთ: რეპერმა Valee პოპულარულ ტრეკზე Womp Womp ვიდეორგოლი გადაიღო 

ვალე ფართო საზოგადოებამ 2017 წელს გამოშვებული ოფიციალური მიქსტეიპით "1988" გაიცნო. სწორედ ამ ნამუშევრის მოსმენის შემდეგ, მისმა ვეტერანმა კოლეგამ, ფუშა თიმ რეპერი ლეიბლში G.O.O.D Music გააწევრიანა. მიმდინარე წლის მარტში მუსიკოსმა მსმენელს ჩანაწერი GOOD Job, You Found Me შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შემსრულებელმა ლეგენდარული ქანიე ვესთის ბოლო სტუდიურ ალბომში Ye მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული