Thumbnail

დემი ლოვატო, სავარაუდოდ, ნარკოტიკით ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო, სავარაუდოდ, ჰეროინით ზედოზირების გამო ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანონიმური წყაროს ცნობით, 25 წლის მუსიკოსს ექიმებმა სწორედ ის პრეპარატი გაუკეთეს, რომელიც მედიცინაში ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებისას გამოიყენება. ამ დროისთვის არტისტის მდგომარეობა სტაბილურია. 

მომღერალი ნარკოდამოკიდებულებას, ფსიქიკურ პრობლემებსა და კვებით დარღვევებს წლების განმავლობაში ებრძოდა. ის ორჯერ რეაბილიტაციის ცენტრშიც იყო მოთავსებული.

მიმდინარე წლის მარტში მუსიკოსმა აღნიშნა, რომ 6 წელია ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა.

"დედა, ბოდიში, ფხიზელი აღარ ვარ. მამა, მაპატიე, რომ იატაკზე სასმელი დავღვარე. ბოდიშს ვუხდი ჩემს თაყვანისმცემლებსაც, რომლებმაც ჩემი დაცემა ნახეს და ჩამომშორდნენ. მინდა, რომ სანიმუშო ვიყო, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ", - მღერის დემი კომპოზიციაში Sober.

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული