Thumbnail

ცნობილმა დიჯეიმ და პროდიუსერმა Zedd-მა ახალი ტრეკი Happy Now გამოუშვა. კომპოზიციაზე მან ამერიკელ მუსიკოსთან, ელი დუისთან ერთად იმუშავა. არტისტებმა ნამუშევარი პირველად ივლისის დასაწყისში, ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე შეასრულეს. 

► ნახეთ: დიჯეი Zedd-მა BTS-ის სიმღერის Fake Love რემიქს ვერსია დაუკრა

გრემის მფლობელი, წარმოშობით რუსი დიჯეის Zedd შემოქმედება EDM-სა და ჰაუს მუსიკას აერთიანებს. განსაკუთრებული წარმატება არტისტს კომპოზიციამ Stay მოუტანა, რომელიც 2017 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. ზედს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: არიანა გრანდე, ლიამ პეინი და სელენა გომესი. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული