Thumbnail

Freddie Gibbs: Madlib-თან ერთად ჩაწერილ ალბომზე Bandana მუშაობა დასრულებულია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ინდიანელმა რეპერმა ფრედრიკ ტიპტონმა, ფსევდონიმით Freddie Gibbs, ცნობილ ჟურნალისტ ელიოტ უილსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან და ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა Madlib-მა ერთობლივ ალბომზე Bandana მუშაობა დაასრულეს.

► მოუსმინეთ: რეპერმა Freddie Gibbs-მა კომერციული მიქსტეიპი Freddie გამოუშვა 

► ნახეთ: რეპერმა Freddie Gibbs-მა კალიფორნიაში კონცერტი გამართა 

► მოუსმინეთ: DJ Muggs & MF DOOM - Death Wish Feat. Freddie Gibbs

"მე და მედლიბი ალბომზე მუშაობას მოვრჩით. თუმცა, მის გამოშვებას ჯერ არ ვაპირებთ. თავს კარგად ვგრძნობ და ფულიც საკმარისად მაქვს. ჩანაწერს მაშინ გამოვუშვებთ, როდესაც შესაფერისი მომენტი იქნება", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების შემოქმედება ოთხ EP-სა და 2014 წლის ალბომს Pinata აერთიანებს. სტუდიურმა ჩანაწერმა თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ "პინატა" 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული