Thumbnail

ბრიტანულმა ელექტრონულმა ჯგუფმა The Prodigy ახალი სინგლი Need Some1 და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ტრეკის გამოშვებასთან ერთად კოლექტივმა ახალი, რიგით მეშვიდე ალბომი No Tourists დააანონსა. ნამუშევარი გაყიდვაში 2 ნოემბერს ჩაეშვება.

The Prodigy ესექსის საგრაფოში 1990 წელს შეიქმნა. 2 წელიწადში ბიგ ბითის პიონერმა ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Experience გამოსცა. ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოლექტივს წარმატება ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა Firestarter, Breathe, Smack My Bitch Up და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული