Thumbnail

ნახეთ: P. Diddy-ს შვილი, რეპერი King Combs ვიდეორგოლს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის P. Diddy-ს შვილი, ნიუ იორკელი რეპერი ქრისთიან ქომბსი, ფსევდონიმით King Combs, მსმენელს ტრეკზე Love You Better გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. კომპოზიციაში პოპულარული არენბი შემსრულებელი, კრის ბრაუნიც მონაწილეობს. ნამუშევარი ამერიკელი მუსიკოსების: ქეისის, ფოქსი ბრაუნისა და მერი ჯეი ბლაიჯის 1996 წლის ჰიტის Touch Me, Tease Me შთაგონებითაა შექმნილი.

ქრისთიანის კლიპში, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი DJ Khaled-იც მონაწილეობს, ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის, ნოტორიოს ბიაიჯის პოპულარულ ტრეკზე One More Chance გადაღებული ვიდეორგოლის რამდენიმე სცენაა გაცოცხლებული.

ქინგ ქომბსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 2018 წელს გავრცელებულ ოფიციალურ მიქსტეიპს 90's Baby და რამდენიმე სინგლს აერთიანებს. ქრისთიანი მამის, ფი დიდის მიერ დაარსებული ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული